საქართველოს კანონი მოქალაქეობის შესახებ
კანონი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის შეწყვეტის, აღდგენის წესსა და პროცედურებს.
სრულწლოვან უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, ნატურალიზაციით საქართველოს მიღება შეუძლია, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ შემდეგ მოთხოვნებს: მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში; დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა; დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და კანონმდებლობა; საქართველოში აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი ან რაიმე უძრავი ქონება.
25. მარტი. 1993.
საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 4. სწავლების ენა 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართული ან აფხაზური. 2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ხორციელდება ერთ-ერთ სახელმწიფო ენაზე, მეორე სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა. 3. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, უფლება აქვთ მიიღონ სრული ზოგადი განათლება მათ მშობლიურ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში — ორივე სახელმწიფო ენისა. მუხლი 5. ეროვნული სასწავლო გეგმა 1. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნები, საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და თანაფარდობა, აუცილებელი და მაქსიმალური დატვირთვის რაოდენობა, საგნებისა და საგნობრივი ჯგუფების სწავლებისათვის აუცილებელი მინიმალური საათების რაოდენობა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები. 2. ეროვნული სასწავლო გეგმით განისაზღვრება იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალი, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველ საგანში თუ საგნობრივ ჯგუფში კლასის ან საფეხურის დამთავრებისას. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს აგრეთვე მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. 3. ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს შემდეგ საგნებსა და საგნობრივ ჯგუფებს: ა) ქართული (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში — აფხაზური და ქართული) ენა და ლიტერატურა; ბ) საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები; გ) მათემატიკა; დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ე) უცხოური ენები; ვ) ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნები და საგნობრივი ჯგუფები იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ხორციელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ისწავლება ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში — ქართულად ან აფხაზურად. 5. ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. 6. ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნების სწავლება უნდა იყოს აკადემიური, ობიექტური, ნეიტრალური და პლურალისტური.
27 ივნისი 1997 პარლამენტი კანონი N 826
საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ
თავი III
ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნებისა და მოქმედების ზოგადი წესები
მუხლი 40
საქართველოს ნორმატიული აქტი მიიღება (გამოიცემა) და ქვეყნდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე მდებარე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტები - აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ნორმატიული აქტი შეიძლება გამოქვეყნდეს არასახელმწიფო ენაზეც; ასეთ ტექსტს არა აქვს ოფიციალური ძალა.
29 ოქტომბერი 1996 პარლამენტი კანონი N 458
საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ
თავი II ზოგადი და სპეციალური მოთხოვნები რეკლამისადმი
მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები რეკლამისადმი 2. რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე. 3. უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით (გარდა ტელეპროდუქციისა) არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. (30.06.2000 N 462 საკანონმდებლო მაცნე N ) 4. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი. (22.06.99 N 2135 საკანონმდებლო მაცნე N 27(34)) 5. რეკლამაში ენობრივი ნორმების დაცვის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
18 თებერვალი 1998 პარლამენტი კანონი N 1228
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
მუხლი 7. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება და გამოყენება 1. საქართველოს ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. 2. გეოგრაფიული ობიექტების ნორმალიზებული სახელწოდებები ქართულ, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე ქვეყნდება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონებსა და ცნობარებში. 3. ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოქვეყნებულ კარტოგრაფიულ მასალებსა და სხვა დოკუმენტებში გამოიყენება გეოგრაფიული ობიექტების მხოლოდ ნორმალიზებული სახელწოდებები. 4. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები, რომლებიც იხმარება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ქართულენოვან კარტოგრაფიულ მასალებსა და სხვა დოკუმენტებში აღინიშნება ქართულ და, საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ენებზე, ხოლო ამ ობიექტების სახელწოდებათა უცხოურენოვანი დაწერილობა უნდა დაეფუძნოს ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მაკროტოპონიმებზე, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისაგან. ასეთ შემთხვევაში სახელწოდებების უცხოურ ენაზე დაწერისას გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები. 6. საქართველოს ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების ნორმალიზებული სახელწოდებები საგზაო და სხვა სახის მაჩვენებლებზე იწერება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ენაზე ამ წარწერების აღნიშვნა ხდება ტრანსლიტერაციის წესით. 7. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
29 სექტემბერი 2000 პარლამენტი კანონი N 530
თავი VI. სალიცენზიო პირობები და შინაარსობრივი მოთხოვნები
მუხლი 511. მაუწყებლის მიერ ფილმის ეთერში განთავსება (31.07.2009 N 1555 ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან) 1. არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 2. კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში არა უმეტეს ოთხჯერ განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით; კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი.
23 დეკემბერი 2004 პარლამენტი კანონი N 780
პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ
მუხლი 9. შესაბამისობის დეკლარაცია 1. მწარმოებელი ვალდებულია პროდუქციის ბაზარზე გატანამდე შეადგინოს და ხელი მოაწეროს (მიიღოს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დეკლარაციას. 2. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მწარმოებლის სახელი და მისამართი; ბ) პროდუქციის საიდენტიფიკაციო მონაცემები (დასახელება, ტიპის ან მოდელის ნომერი, პარტია და რაოდენობა); გ) გამოყენებული სტანდარტის ან ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები და საეტიკეტო მონაცემები; დ) დეკლარაციის შედგენის თარიღი; ე) უფლებამოსილი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა; ვ) განაცხადი, რომ მწარმოებელი კისრულობს პასუხისმგებლობას შესაბამისობაზე. 3. ტექნიკური რეგლამენტი შეიძლება ითვალისწინებდეს დამატებითი ინფორმაციის შეტანას შესაბამისობის დეკლარაციაში ან მის სპეციფიკურ ფორმას. 4. შესაბამისობის დეკლარაცია ქართულ ენაზე უნდა იყოს შედგენილი.
6 სექტემბერი 1996 პარლამენტი კანონი N 376
მუხლი 5. რეფერენდუმის ენა საქართველოში რეფერენდუმი მზადდება და იმართება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
15 მაისი 1996 პარლამენტი ორგანული კანონი N 220
თავი IV საარჩევნო ადმინისტრაცია
მუხლი 33. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის არჩევა (22.04.2005 N 1427) 5. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი
2 აგვისტო 2001 პარლამენტი ორგანული კანონი N 1047
სასაქონლო ნიშნების შესახებ
თავი II
სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვება და შენარჩუნება
მუხლი 9. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე
2. განაცხადი ივსება დადგენილი წესით, ქართულ ენაზე.
5. განაცხადი შეიცავს:
დ) იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. დასაშვებია საქონლის ჩამონათვალის უცხო ენაზე წარდგენა დანართის სახით, რომლის ქართულ ენაზე თარგმანიც "საქპატენტს" წარედგინება განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში;
საქართველოს პარლამენტის დადგენილება ”ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ” ჩარჩო კონვენციის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს სტრასბურგის 1995 წლის 1 თებერვლის ¨ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ¨ ჩარჩო კონვენცია. 2. „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ჩარჩო კონვენციის (შემდგომში – კონვენციის) რატიფიცირებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი: ა) ტერმინის „ეროვნული უმცირესობები“ განმარტებისას საქართველო ხელმძღვანელობს ქვემოთ აღნიშნული კრიტერიუმებით და თვლის, რომ პირთა ჯგუფს ეროვნული უმცირესობის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს, თუ: • მისი წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები; • ისინი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისაგან განსხვავდებიან საკუთარი ენობრივი, კულტურული და ეთნიკური იდენტურობით; • ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე; • ისინი საქართველოს ტერიტორიაზე კომპაქტურად არიან დასახლებული; ბ) კონვენციის mე-10 მუხლთან მიმართებით საქართველო იღებს ვალდებულებას, ეროვნული უმცირესობისადმი მიკუთვნებული პირები ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში და სამართალწარმოების პროცესში უზრუნველყოს თარჯიმნის დახმარებით, რათა ამ გზით რეალიზებულ იქნეს მათთვის აღნიშნული მუხლით მინიჭებული უმცირესობის ენის გამოყენების უფლება. საქართველო ასევე იღებს ვალდებულებას, მაქსიმალურად შეუქმნას პირობები ეროვნული უმცირესობისადმი მიკუთვნებულ პირებს, რათა მათ სახელმწიფო ენა შეისწავლონ; გ) კონვენციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით შიდა კანონმდებლობით განისაზღვროს, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში ეროვნული უმცირესობისადმი მიკუთვნებულ პირთა სახელები და გვარები ჩაიწეროს ქართულ ენაზე, ისე, რომ იმავდროულად შეძლებისდაგვარად დაცული იყოს მათ ენაზე გამოთქმის წესები; დ) კონვენციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით შიდა კანონმდებლობით მოწესრიგდეს ის დებულებები, რომლებიც შეეხება ეროვნული უმცირესობების მნიშვნელოვანი რაოდენობით ტრადიციულად დასახლებულ რეგიონებში ქუჩებისა და სხვა ტოპოგრაფიული დასახელების ქართულ და უმცირესობის ენებზე გამოყენებას. ამასთანავე, საქართველო არ განიხილავს ეროვნულ უმცირესობათა ამ უფლებას, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებას, შეცვალოს ტერიტორიული ერთეულების არსებული დასახელებები, და მიზანშეუწონლად მიიჩნევს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებების დამატებით გაფორმებას; ე) საქართველო იზიარებს და ეთანხმება კონვენციის მე-16 მუხლის მიზნებსა და სულისკვეთებას. ამავე დროს, ეს მუხლი არ შეეხება იმ განსახლებით პროცესებს, რომლებსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ეკოლოგიური ან ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებულ, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ზონებში მცხოვრებ პირთა სხვა საცხოვრებელ ადგილებში გადაყვანის მიზნით. აღნიშნული მუხლი ასევე არ შეეხება ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა დროებითი თუ მუდმივი დასახლების პროცესს; ვ) კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით საქართველო აცხადებს, რომ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვა აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობით, კონვენციებით, ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, რომლებთანაც მიერთებულია საქართველო და რომლებიც აღიარებენ და იცავენ ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს. შესაბამისად, საქართველო აღიარებს კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ მიზანშეუწონლად მიიჩნევს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებების დამატებით გაფორმებას; ზ) კონვენციის 30-ე მუხლთან დაკავშირებით საქართველო აცხადებს, რომ კონვენციის დებულებების სრულად და გარანტირებულად დაცვას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეძლებს მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული კონფლიქტების მოგვარების შემდეგ. საქართველო დახმარებას სთხოვს ევროპის საბჭოს, მის წევრ სახელმწიფოებს, რათა კონვენციის სულისკვეთება და დებულებები შეძლებისდაგვარად სრულად იქნეს დაცული აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობასთან მიმართებით. 3. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადი საქართველოს პარლამენტის მიერ „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ჩარჩო კონვენციის რატიფიცირების გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე
თბილისი, 2005 წლის 13 ოქტომბერი. N 1938 - IIს
მუხლი 4. უმაღლესი განათლების ენა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზური. (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან).
მუხლი 89. გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი და საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2005-2006 სასწავლო წლისთვის უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ზოგად უნარებში, უცხო ენებსა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული) და მათემატიკაში, ხოლო 2006-2007 სასწავლო წლისთვის - აგრეთვე სხვა საგნებში. გამოცდების ჩატარების წესს და მათ სავალდებულო/არჩევით ხასიათს ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მუხლი 90. კანონის ძალაში შესვლა
|