ორთოგრაფია

 

ორთოგრაფია, ანუ მართლწერა არის სალიტერატურო ენის გრამატიკული სისტემის პრაგმატული ნაწილი, რომელიც სავალდებულო წერილობითი ნორმების დამკვიდრებას ემსახურება. ტერმინი მართლწერა აგებულებით ზუსტი შესატყვისია ბერძნული წარმომავლობის საერთაშორისო სიტყვის _ ორთოგრაფიისა (ortos_ სწორი, მართებული და grápõ _ ვწერ).

 

ორთოგრაფია მწიგნობრული ენის პრობლემაა. უკვე ითქვა, რომ როგორც კი იქმნება პირველი მწიგნობრული ძეგლი, ჩნდება ნორმატიული ნება და, ამდენადვე, ჩნდება ორთოგრაფიული პრობლემა. მეტიც შეიძლება ითქვას: დამწერლობის (ანბანის) შექმნა თავისთავად უკვე არის მთავარი ორთოგრაფიული გადაწყვეტილება, ვინაიდან პირველ რიგში ის ადგენს ენის ფონეტიკისა და მის ამსახველ გრაფიკულ ნიშანთა (ასოთა) ურთიერთშესაბამისობის წესებს. ამ ურთიერთშესაბამისობის «ობიექტურობაზე» მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მწიგნობრული სალიტერატურო ენის მთელი შემდგომი ისტორიული განვითარების ბედი. როგორც ითქვა, ქართული სალიტერატურო ენის შედარებითი სტაბილურობა ისტორიულ ცვალებადობათა თვალსაზრისით ქართული ანბანის ფონეტიკური შესაბამისობის ბუნებასაც შეიძლება მივაწეროთ.

 

საზოგადოდ, ორთოგრაფია ხელმძღვანელობს სამი ძირითადი პრინციპით: ფონეტიკურით, მორფოლოგიურით და ისტორიულით. ნებისმიერი ენის სტრუქტურა და განვითარება აუცილებელს ხდის თითოეული მათგანის გამოყენებას კონკრეტული ორთოგრაფიული საკითხების გადაწყვეტის დროს, თუმცა ყოველი ენის მწიგნობრული ტრადიცია რომელიმე ერთ მათგანს აძლევს უპირატესობას.

 

მოკლედ დავახასიათოთ თითოეული ეს პრინციპი:

1. ფონეტიკური პრინციპი ასეთია: როგორც გამოითქმის (ისმის), ისე იწერება. მაგალითად, ასე იწერება: სახლი, პირადი, სხვლა, კვრა, ჭიშკარი, ცამეტი, ჩვიდმეტი... ქართულში ეს პრინციპი წამყვანია, რასაც განამტკიცებს ისიც, რომ მას ორთოეპიული უკუმოქმედების ძალაც აქვს: დაწერილი სიტყვა ბგერითი სისრულით უნდა გამოითქვას.

2. მორფოლოგიური პრინციპი მოითხოვს, რომ სიტყვის (ფორმის) დაწერილობა ასახავდეს მის მორფოლოგიურ აგებულებას. ეს პრინციპი დამატებით შეზღუდვებს გვთავაზობს ფონეტიკური პრინციპის გატარების დროს, აუცილებელ შემთხვევაში ავსებს ამ უკანასკნელს: იქ, სადაც ფონეტიკური ცვლილებები «აზარალებს» სიტყვის მორფოლოგიურ სტრუქტურას, ორთოგრაფია უპირატესობას ანიჭებს მორფოლოგიურ სისრულეს.

 

ქართულში, როგორც რთული მორფოლოგიური სტრუქტურის ენაში, ამ პრინციპს აგრეთვე ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უჭირავს. მაგალითად: ზმნის პირველი პირის ნიშანი და ხმოვნების წინ თითქმის არასოდეს არ გამოითქმის (არ ისმის), მაგრამ მისი დაწერა სავალდებულოა: -უყურებ, -უწყი, -ოცნებობ და მისთ. აქ რომ ფონეტიკური პრინციპი გატარებულიყო, პირველი და მეორე პირის ფორმები ერთმანეთს დაემთხვეოდა:

მე/შენ უყურებ

 

მე/შენ ოცნებობ და მისთ.

ასეთივეა: შეურაცხოფა (ფონეტ.: შეურაცყოფა, შეურაწყოფა), გვერდზე (ფონეტ. გვერძე) და სხვანი.

3. ისტორიული პრინციპი ანგარიშს უწევს და მისდევს იმ დაწერილობას, რომელიც ტრადიციად ჩამოყალიბებულა დროთა განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის არ ეთანხმებოდეს მეორე პრინციპს. ეს პრინციპი, მართებულ მწიგნობრულ ტრადიციათა გვერდით, ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევებს, რომელსაც ზემოთ «სოციალური სანქციის» სახელით მოვიხსენიებდით და რომელიც გულისხმობს ენაში მომხდარი, თუნდაც გაუმართლებელი, ცვლილებების დაკანონებას მაშინ, როცა მათი გასწორების მცდელობა შედეგს აღარ მოგვცემს. ამით ეს პრინციპი ერთგვარად ავსებს პირველ პრინციპს. ამის მაგალითებია: ცამეტი, იშკარი, დამართი (უნდა ყოფილიყო დამართი), დიახ (უფრო მართებულია დია, ვინაიდან მომდინარეობს გამონათქვამიდან _ «დია ღმერთო!») და სხვ.

 

ორთოგრაფია ეფუძნება შესაბამისი ენის მორფოლოგიას, უფრო სწორად _ მორფონოლოგიას. მორფოლოგია, როგორც ვიცით, გრამატიკის ის ნაწილია, რომელიც სიტყვის ფორმას შეისწავლის მისი აგებულების თვალსაზრისით: რა არის ამოსავალი (ძირი) და რა მაწარმოებლები (თავსართ-ბოლოსართები) დაერთვის მას რომელიმე კონკრეტული ფორმის მისაღებად. მორფონოლოგია კი იმ ფონეტიკურ ცვლილებათა ტენდენციებს გულისხმობს, რომლებიც თავს იჩენს სიტყვის მორფოლოგიური გაფორმების, ანუ თავსართ-ბოლოსართების დართვის დროს (მაგალითად: მიცემითი ბრუნვის ფორმას კედელ- დაერთო თანდებული -თან, რის გამოც თავი მოიყარა ლსთ თანხმოვანთმიმდევრობამ და მოხდა მისი ფონეტიკური გამარტივება: კედელ()თან; ანდა: ეზო სიტყვას დაერთო მე- თავსართ-ბოლოსართი და გაჩნდა ხმოვანთგამყარი : მე-ეზო-- და მისთ.).

 

ამგვარად, ორთოგრაფიული პრობლემები უპირატესად ენის მორფოლოგიას უკავშირდება, ოღონდაც ფონეტიკასთან მისი შეხვედრის, მათი ურთიერგადაკვეთის საზღვარზე მდებარეობს. ამიტომაც თითოეული ამგვარი საკითხის გადაწყვეტისას ორივე მათგანის გათვალისწინებაა აუცილებელი; ამიტომვე იყო წამოწეული თითოეულის მნიშვნელობა ნორმირების შესაბამისი პრინციპების განსაზღვრისას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ორთოგრაფიული ინსტრუქცია, წესისამებრ, სისტემური მონაცემია და ან ენის აგებულების ღრმა ცოდნას ეფუძნება, ანდა პრაქტიკულ დამახსოვრებას (განსაკუთრებით მაშინ, თუ ნორმა რაიმე სისტემურ გამონაკლისს წარმოადგენს). ორივე შემთხვევა საკმარის წიგნიერ კულტურას გულისხმობს.