არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს გთავაზობთ
სპეციალურ პროგრამას ,,ენათმეცნიერები სკოლას”

(საცდელი კურსი)

• პროგრამა დაგეხმარებათ საგნობრივი კომპეტენციის ამაღლებაში, განათლების რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვაში, ქართული ენის სტრუქტურის, მისი ფუნქციური და კომუნიკაციური ასპექტების ეფექტურად სწავლებაში. აგრეთვე, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის მომზადებაში.
• პროგრამა მოიცავს სალექციო და სასემინარო კურსს, რომელთა თემატიკაც შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის გათვალისწინებით.
• საცდელი კურსისათვის შეირჩა: ლექსიკოლოგიის, პრაქტიკული სტილისტიკის საკითხები, აგრეთვე, მოისმენთ ლექციებს ქართული ენის ადგილის, ქართული სალიტერატურო ენის ისტორის, მისი განვითარების თანამედროვე მდგომარეობის, სალიტერატურო ენის ნორმალიცაზიის და სხვ. შესახებ.
• პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სალექციო კურსს, ასევე აქტიურ პრაქტიკულ სემინარებს. უზრუნველყოფილი იქნებით სასწავლო მასალებით. თქვენთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაციებს გაგიწევენ ცნობილი ენათმეცნიერები.

საცდელი კურსის ხანგრძლივობაა 4 კვირა (24 ლექცია-სემინარი). მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ (3-3 საათი).
კურსის ღირებულებაა 100 ლარი

მისამართი: არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი, პ. ინგოროყვას 8. ტელ.: 93-46-78. www.ice.ge

პროგრამა

I დღე
1. ქართული სალიტერატურო ენის დასაბამი და მისი განვითარების ძირითადი ეტაპები. ქართული დამწერლობის ჩამოყალიბებისა და მწიგნობრობის განვითარების ძირითადი ეტაპები. ქართული სალიტერატურო ენის განვითარების პერიოდებად დაყოფის პრობლემა.
2. ლექსიკოლოგიის საგანი, მისი ადგილი სხვა საენათმეცნიერო დისციპლინებს შორის. ენობრივი ნიშნის პრობლემა. ლექსიკური ერთეული. აქტიური და პასიური ლექსიკა.
3. ინტერაქტიული სემინარი (განხილულ ერთ რომელიმე საკითხზე სასწავლო აქტივობების დაგეგმვა).

II დღე
1. თანამედროვე სალიტერატურო ქართული - სრულფასოვანი კომუნიკაციის, მწერლობისა და მეცნიერების ენა.
2. სიტყვა მნიშვნელობის თვალსაზრისით. სიტყვის გამოყენება ძირითადი და გადატანითი მნიშვნელობით. სიტყვის მნიშვნელობის ცვლა ისტორიულად.
3. ინტერაქტიული სემინარი (განხილულ ერთ რომელიმე საკითხზე სასწავლო აქტივობების დაგეგმვა).

III დღე
1. ქართული სალიტერატურო ენა და ეროვნული ენა. ქართული ენის დიალექტები და სხვა ენობრივი ქვესისტემები
2. სიტყვის პოლისემიურობა. პოლისემია და ომონიმია. სინონიმია, ანტონიმია, ჰიპონიმია.
3. ინტერაქტიული სემინარი (განხილულ ერთ რომელიმე საკითხზე სასწავლო აქტივობების დაგეგმვა).

IV დღე
1. ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიცაზია. ნორმათა დადგენის საფუძველი და ისტორიული ეტაპები. ნორმატიული მუშაობის დღევანდელი მდგომარეობა.
2. ახალ სიტყვათა წარმოქმნის ძირითადი საშუალებანი. სიტყვაწარმოება როგორც ლექსიკოლოგიის საგანი.
3. ინტერაქტიული სემინარი (განხილულ ერთ რომელიმე საკითხზე სასწავლო აქტივობების დაგეგმვა).

V დღე
1. სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხმარება; სიტყვის კონტექსტური მნიშვნელობა; ფრაზეოლოგიზმები და მყარი შესიტყვებები. განსხვავება მათსა და თავისუფალ შესიტყვებას შორის. ფრაზეოლოგიური ერთეულების ვარიანტულობა.
2. სტილისტიკა როგორც ენათმეცნიერების დარგი. სტილისტიკის საგანი. სტილის რაობა.
3. ინტერაქტიული მუშაობა (განხილული საკითხზე საკლასო მუშაობის დაგეგმვა).
3. ინტერაქტიული სემინარი (განხილულ ერთ რომელიმე საკითხზე სასწავლო აქტივობების დაგეგმვა).

VI დღე
1. ქართული ენის ლექსიკის შესწავლა ფუნქციურ-სტილისტური თვალსაზრისით. ნეიტრალური და ემოციური შეფერილობის ლექსიკა.
2. ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება. ენა და მეტყველება. ტექსტი და მეტყველება; ტექსტის ერთეულები; ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია. სასაუბრო, ორატორული და ეპისტოლარული სტილი.
3. ინტერაქტიული სემინარი (განხილულ ერთ რომელიმე საკითხზე სასწავლო აქტივობების დაგეგმვა).

VII დღე
1. ენის არაკონვენციური გამოყენების შემთხვევები (ჟარგონი, დიალექტიზმები, არალიტერატურული ფორმები). პროფესიული ლექსიკა, ტერმინოლოგია.
2. არამხატვრული ტექსტები (ლიტერატურული კრიტიკა; სამეცნიერო და კვლევითი ხასიათის ტექსტები; პროექტი, რეფერატი. პუბლიცისტიკა, მემუარული და ავტობიოგრაფიული თხზულებები; საენციკლოპედიო სტატიები. პრაგმატული ტექსტები: ანგარიში, ანოტაცია, ახსნა-განმარტება, CV, გამოხმაურება, რეზიუმე, კონსპექტი...
3. ინტერაქტიული სემინარი (განხილულ ერთ რომელიმე საკითხზე სასწავლო აქტივობების დაგეგმვა).

VIII დღე
1. ლექსიკონებზე მუშაობა; ეტიმოლოგია.
2. ტექსტების კლასიფიკაცია წინადადებათა შორის კავშირების მიხედვით. წერილობითი ტექსტის სტრუქტურა. სტილისტური ხარვეზები.
3. ინტერაქტიული სემინარი (განხილულ ერთ რომელიმე საკითხზე სასწავლო აქტივობების დაგეგმვა).