ზეპირი მთარგმნელობითი მომსახურება

,,Lingua Translations,, გვთავაზობთ სხვადასხვა სახის ზეპირ მთარგმნელობით მომსახურებას, რომელიც აკმაყოფილებს (და ხშირად აღემატება) ჩვენი კლიენტების ფართოდ განსხვავებულ მოთხოვნებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს კონფერენციის სინქრონული თარგმანია თუ ბიზნეს შეხვედრის თანმიმდევრული თარგმანი, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს იდეალურ ინტერპრეტატორებს თქვენი საჭიროებისდა მიხედვით.

გლობალიზაციისა და მულტიკულტურალიზმის შედეგად, საიმედო ზეპირი მთარგმნელობითი სერვისები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ენობრივი ბარიერების დასაძლევად. ჩვენს თარგმანილ მომსახურებასთან ერთად, Lingua Translations გთავაზობთ სხვადასხვა  ენაზე მაღალხარისხოვან ზეპირ მთარგმნელობით სერვისებს. ჩვენ გთავაზობთ პროფესიულ ინტერპრეტატორებს - საჯარო სექტორს, ბიზნესს და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.   

ჩვენი ზეპირი მთარგმნელობითი მომსახურება მოიცავს:
საკონფერენციო ინტერპრეტაციის სერვისი

დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში აუცილებელია მრავალენოვანი საქმიანი შეხვედრები და საერთაშორისო კონფერენციები. Lingua Translations-ის პროფესიული თარგმნისა და ზეპირი მთარგმნელობითი სერვისები ივენთებისთვის და კონფერენციებისთვის, გთავაზობთ შესანიშნავ მომსახურეობის გარანტიას  თქვენი ღონისძიების წარმატებულად წარმართვისთვის. ყველა ჩვენი კონფერენციის თარჯიმანი მაღალკვალიფიციურია ისეთ სპეციფიურ სფეროებში, როგორიცაა ფინანსები, პოლიტიკა და სპორტი.

სასამართლო ზეპირი მთარგმნელობითი მომსახურება

სასამართლო პროცესის დროს სასამართლოში თარჯმანის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ  თქვენ გჭირდებათ დამხმარე ვისაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ.  იურიდიული თარგმანის მომსახურების გარდა, Lingua Translations უზრუნველყოფს უმაღლესი კლასის სასამართლო ზეპირ მთარგმნელობით მომსახურებას. ყველა ჩვენი სასამართლო ინტერპრეტატორი არის გამოცდილი და ძალიან კარგად იცნობს იურიდიულ ტერმინოლოგიასა და სასამართლო პროცესებს.

სამედიცინო ზეპირი მთარგმნელობითი მომსახურება
სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებს შორის კარგი გაგება  აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტიკისა და ადეკვატური ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად. Lingua Translations-ის სამედიცინო თარჯიმნებს გააჩნიათ მედიცინისა და სამედიცინო პროცედურების სიღრმისეული ცოდნა და შესაბამისი ტრეინინგი აქვთ გავლილი სამედიცინო მთარგმნელობით სფეროში.  ზეპირი მთარგმნელობითი მომსახურება ჩვენი სამედიცინო მთარგმნელობითი მომსახურების ნაწილია.

იურიდიული ზეპირი მთარგმნელობითი მომსახურება

სამართლებრივი ინტერპრეტაცია არის ძალიან რთული ამოცანა, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო საკითხების სიღრმისეულ ცოდნას და სამართლებრივ პროცესებს. არასწორ ინტერპრეტაციას შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. Lingua Translations მუდმივად უწევს იურიდიულ სფეროში ზეპირ მთარგმნელობით მომსახურებას ადვოკატებს, იურიდიულ კომპანიებს, სახელმწიფო დეპარტამენტებს და ბიზნეს კლიენტებს.

 

ჩვენ ასევე გთავაზობთ:
  • სინქრონულ მთარგმნელობით მომსახურებას

  • თანმიმდევრულ მთარგმნელობით მომსახურებას

  • საიმიგრაციო ინტერპრეტაციას
     

ჩვენ გთავაზობთ ზეპირ მთარგმნელობით მომსახურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუ თქვენ ხართ საქართველოში, ინგლისში, რუსეთში, ან ჩინეთში, ჩვენი ზეპირ მთარგმნელობით განყოფილებას შეუძლია გაგიწიოთ სათანადო მომსახურება თქვენს სასურველ ენაზე . დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით Email: info@Lingua.ge

+(995 32) 24922 11

© 2018 by Arturas Rozitas. Copyright, Lingua Translations.